სასწავლო კურსის მიზანია: მსმენელმა შეისწავლოს რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის მუშაობის პრინციპები: ობიექტების შექმნა და დამუშავება, ტექსტთან მუშაობა და მისი სტილიზაცია: რასტრული გამოსახულების დამუშავება: აღდგენა, კორექცია, დეფექტებისა და ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება; გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბებისა და ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები; ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვისათვის მომზადება.

სასწავლო კურსის შინაარსი:

პროგრამა Adobe Photoshop-ის შესალებლობები და სიახლეები. ახალი დოკუმენტის გახსნა საჭირო პარამეტრებით. პროგრამის ინტერფეისის, ფანჯრების განლაგების და ინსტრუმენტთა პანელის მიმოხილვა. გრაფიკული რედაქტორის პარამეტრების განხილვა/დაყენება (Preferences).

მონიშვნის ხელსაწყოები: ლასო (Lasso Tool), სწორხაზოვანი ლასო (Polygonal Lasso), მაგნიტური ლასო (Magnetic Lasso), სწრაფი მონიშვნა (Quick Selection), ჯადოსნური ჯოხი (Magic Wand), მონიშვნის მენიუ (Select), ფერის დიაპაზონი (Color Range), საზღვრის სრულყოფა (Refine Edge). დაფერვის მეთოდები. შევსება (Fill), ფერის ჩასხმის ინსტრუმენტი (Paint Backet Tool), გრადიენტის ინსტრუმენტი (Gradient Tool). ფუნჯი (Brush), საშლელი (Eraser Tools), ჩვეულებრივი საშლელი (Eraser Tool), ფონის საშლელი (Background Eraser), ჯადოსნური საშლელი (Magic Eraser Tool).

ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები: თავისუფალი ტრანსფორმაცია, მასშტაბირება (Scale), შემოტრიალება (Rotate), დახრა (Skew), დამახინჯება (Distort), პერსპექტივა (Perspective), დეფორმაცია (Warp), მარიონეტული დეფორმაცია (Puppet Warp), მასშტაბირება შიგთავსის გათვალისწინებით (Content-Aware Scale). გამოსახულების ზომების რედაქტირება: Image Size, Canvas Size. შემოჭრის ინსტრუმენტი (Crop Tool).

ფენების (Layer) ნაირსახეობები და მათთან მუშაობა: ახალი ფენის შექმნა, დუბლირება, დაბლოკვა, დაჯგუფება, ფენებს შორის ბმა, ფენების სწორება ერთმანეთის მიმართ (Align, Distribute), ფენების გადაადგილება (Arrange), ფენების სტილები, Smart Objects. ფენების შერევის (ზედდების) რეჟიმები – Blending mode.

ტექსტი და მისი რედაქტირება: ტექსტის ფონტის, ზომის, სიმბოლოებს შორის ინტერვალის, სტრიქონებს შორის მანძილის, აბზაცების სწორების მართვა. ტექსტისთვის სტილების შექმნა: აბზაცის სტილი (Paragraph Style) და სიმბოლოს სტილი (Character Style). ტექსტის გარდაქმნა ვექტორულ და რასტრულ ობიექტად. ტექსტის ტრანსფორმირების ინსტრუმენტები. ტექსტური ფენისთვის ფენების სტილების (Layer Style) გამოყენება. ტექსტის ტრანსფორმაცია (Warp). ტექსტის შემოწერა მრუდზე.

ვექტორული ობიექტების შექმნა და დამუშავება: მარტივი ვექტორული ობიექტების შექმნა და მათთან მუშაობა. ვექტორული ობიექტების შექმნა კალმის (Pen) გამოყენებით. თავისუფალი კალმის (Freeform Pen) გამოყენება, საკვანძო წერტილების დამატება წაშლა. მოქმედებები საკვანძო წერტილებზე. ვექტორული ობიექტის მთლიანი მონიშვნა. ცალკეული წერტილების მონიშვნა.

რასტრული გამოსახულების ფერისა და ტონალობის კორექცია: ფერთა მოდელები. არხები (Channels). ავტოკორექციის ფუნქციები. ფერისა და ტონალობების კორექცია- მენიუ Adjustment. მაკორექტირებელი ფენები. პრობლემური, არათავსებადი ფერების განსაზღვრა.

გამოსახულების რეტუშირება: კლონირების და აღდგენის ხელსაწყოები: წერტილოვანი აღმდგენი ფუნჯი (Spot Healing Brush). აღმდგენი ფუნჯი (Healing Brush). საკერებელი (Patch). შემცველობის გადასატანი (Content Aware Move). წითელი თვალი (Red Eye). შტამპი (Stamp). პატერნის (ფაქტურის) შტამპი (Patternt Stamp).

პიქსელურ სტრუქტურაზე ზემოქმედების ინსტრუმენტები: გაბუნდოვნება (Blur). სიმკვეთრე (Sharpen). სიგლუვე (Smooth).

ტონისა და ფერის კორექციის ინსტრუმენტები: გასაღიავებელი (Dodge). გასამუქებელი (Burn). ღრუბელი (Sponge). ფერის შეცვლა (Color Replacement).

გამოსახულების დამუშავება ფილტრების გამოყენებით: ფილტრები და მათი ზოგადი მიმოხილვა. გაბუნდოვნების ფილტრები (Blur). სიმკვეთრის მომატების ფილტრები (Sharpen). ხმაურის ფილტრები (Noise). თხევადი/პლასტიკის ფილტრი (Liquify). ადაპტირებული ფართოკუთხიანი ფილტრი (Adaptive Wide Angel). დისტორსიის გასწორება (Lens Correction) ლინზის დეფექტის კორექცია.

გამოსახულების დამუშავება ნიღბების გამოყენებით: ნიღბის შექმნა და მასთან მუშაობა. ნიღაბი შრეზე. სწრაფი ნიღაბის გამოყენება. ვექტორული ნიღაბი. შემოჭრის ნიღაბი.

დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება: რასტრული გამოსახულების ფაილების შესანახი ფორმატები. Pdf ფაილის შექმნა. შესაბამისი მახასიათებლების მითითება. დოკუმენტის საბეჭდი ფორმატების სახეობების განხილვა.

კურსის ხანგრძლივობა 12 დღე

სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა1,5 საათი  (ჯამში  18 აკადემიური საათი)

კურსის ღირებულება: 300 ლარი

 

 მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 900422.