Office Academy – ოფის აკადემია არის საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც კომპიუტერული უნარების განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული ბიზნეს საზოგადოების შექმნას ისახავს მიზნად. ამის მისაღწევად, კომპანია მომხმარებელს ეხმარება არამარტო ტრენინგებითა და სასწავლო მასლებით, არამედ სერტიფიკატითაც, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასერტიფიკატო პროგრამების პროვაიდერის Certiport*-ის რეგიონალური წარმომადგენლის Certi Georgia – სერთი ჯორჯიას მიერაა მოწოდებული. ამასგარდა, ოფის აკადემის კურსდამთავრებულები ავტომატურად წევრიანდებიან პროგრამაში #მეოფისაკადემიელი ვარ, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ახალი კონტაქტები და მუდმივად განვითარებადი საზოგადოების წევრები გახდნენ. აკადემია, თავის მხრივ, ამ პროგრამის მონაწილეებს რეკომენდაციას გაუწევს დამსაქმებელთან, მიაწვდის აქტიურ ვაკანსიებს, საერთაშორისო პროექტებსა და საგრანტო პროგრამებს, რაც დაეხმარებათ მათ კარიერულ წინსვლაში.


Certiport-ის პორთფოლიოს განეკუთვნება შემდეგი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები:

  • The Microsoft Office Specialist (MOS),
  • The Microsoft Technology Associate (MTA),
  • The Microsoft Certified Educator program (MCE),
  • The Adobe® Certified Associate
  • The Adobe® Certified Expert program,
  • The HP Accredited Technical Associate,
  • The CompTIA Strata™IT Fundamentals
  • The Autodesk® Certified User certification program
  • The Intuit® QuickBooks Certified User certification program
  • The IC3 Digital Literacy certification.