კომპანია „ოფის აკადემი“, Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერტიფიკატო პროგრამების ავტორიზირებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ MS Office specialist-ის სასერტიფიკატო ტრეინინგ კურსს.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც იწყებს საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, PowerPoint) შესწავლას და მათთვის ვისაც მცირედი შეხება აქვს შესაბამის პროგრამებთან სკოლასა თუ უნივერსიტეტში. აღნიშნული კურსის მიზანია მოამზადოს 13-22 წლის ახალგაზრდები MS Word, MS Excel, PowerPoint სპეციალისტის დონის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის, რომლის გამარჯვებულიც კომპანიის და მისი პარტნიორების სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან კომპანია Certiport-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში.

კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს:

  • მიიღოს შესაბამისი ცოდნა და საერთაშორისო დონის სერთიფიკატი MS Word, MS Excel, PowerPoint პროგრამებში, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში; 
  • მოიპოვოს ქვეყნის ჩემპიონის სტატუსი და გაემგზავროს მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებულ შტატებში სრული დაფინანსებით;
  • მოიპოვოს საკუთარი კვალიფიკაციის შესაბამისი ემბლემა, რომელსაც თან დაურთავს რეზიუმეს და გამოიყენებს ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობისას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე და საგანმანათლებლო სივრცეში;

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

კურსს წარუძღვება – გიორგი კოხრეიძე

კურსის აღწერა

1) ტექსტური რედაქტორი MS Word.

  1. რედაქტირების ფუნქციები. დოკუმენტის შექმნა, შენახვა. Font ჯგუფის ბრძანებები. Paradraph ჯგუფის ბრძანებები: აბზაცი და ტექსტური სიები. მარკირება და გადანომვრა. ტექსტის რედაქტირება. ძებნა და ჩანაცვლება.
  2. დოკუმენტის ბეჭდვა. გვერდების გაფორმება ჩარჩოებით და ფონით. ტექსტის გაფორმება. დოკუმენტის ფორმატირება სტილის საშუალებით, სტილებთან მუშაობა. ოპერაციები ბლოკებზე. Desing მენიუ. გვერდის პარამეტრები.
  3. Table ჯგუფის ბრძანებები. სვეტები და ცხრილები. ცხრილის ფორმატირება. სიმბოლოები. ფორმულები.
  4. Word-ის გაფართოებული ფუნქციები. კოლონტიტულების შექმნა და რედაქტირება; სათაურების იერარქიული სისტემის მართვა. სარჩევის და ნახაზების სიის ავტომატური გენერაცია. სქოლიოს მართვა (Endnote, Footnote). ციტირების მართვა
  5. Review და View ჯგუფის ბრძანებები. მართლწერის შემოწმება. დოკუმეტის სტატისტიკა. ცვლილებების აღნუსხვა და შესწორება. დოკუმეტის სხვადასხვა ვერსიების შედარება და გაერთიანება.დოკუმენტის ეკრანზე გამოტანის რეჟიმები. სტრუქტურის შექმნა. დოკუმენტის ეკრანული გამოსახულების მაშტაბირება.

2) ელექტრონული ცხრილი MS Excel.

  1. მიმოხილვა. მართვის ელემენტები. Fail მენიუ. ახალი დავთრის შექმნა. დავთრის შენახვა. დაცვა, ბეჭდა. Home მენიუ. Clipboord ჯგუფის ბრძანებები. მონაცემთა გადატანა, კოპირება ჩასმა. უჯრების ფორმატირება.
  2. ელექტრონული ცხრილების მართვის ელემენტები. Style და Editing ჯგუფის ბრძანებები. ელექტრონულ ცხრილებში გამოყენებული ძირითადი ფუნქციები. არითმეტიკული და ლოგიკური ფუნქციები. ფორმულების შექმნა. ელექტრონული ცხრილების პროგრამული უზრუნველყოფის ტიპიური ფუნქციების გამოყენება. ავტოშევსება.
  3. სორტირება და ფილტრების გამოყენება. დიაგრამები. პარამეტრების ცვლილება და ფორმატირება. სამუშაო ფურცლის პარამეტრების განსაზღვრა. დავთრის ბეჭდვა; პირობითი ფორმატირება. IF, SUMIF, CountIF-ფუნქციები.
  4. Excel-ის გაფართოებული ფუნქციების მიმოხილვა. მათემატიკური, სტატისტიკური, ტექსტური, დროის და თარიღის, ლოგიკური და სხვა ტიპის ფუნქციები. Excel-ის საფინანსო ფუნქციები – FV, NPER, NPV, PV, RATE. Formula Auditing და Calculation ჯგუფის ბრძანებები.
  5. Excel-ის მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გაფართოებული ინსტრუმენტები. მონაცემთა იმპორტი გარე წყაროებიდან. მონაცემთა ფილტრაციის კომბინირებული ინსტრუმენტები.

3) პრეზენტაციის  მომზადების პროგრამა PowerPoint;

  1. სტრუქტურის განსაზღვრა. ზოგადი რეკომენდაციები პრეზენტაციის აგებისთვის.
  2. File და Home მენიუ. გაფართოებები, Font და Paragraph ჯგუფის ბრძანებები.Insert და აუდიო და ვიდეო ობიექტების ჩამატება და მათი პარამეტრების განსაზღვრა.
  3. Desing მენიუ. დიზაინი და თემები, გადასვლები.ფონის დაყენება, სლაიდის დიზაინის განსაზღვრა. პრეზენტაციის შექმნა შაბლონების გამოყენებით.
  4. ანიმაცია, ანიმაციის პარამეტრები.
  5. სლაიდების ჩვენების პარამეტრების მართვა;

კურსის ხანგრძლივობა: 14 დღე

სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა1,5 საათი (ჯამში 21 აკადემიური საათი)

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 250079.