კომპანია „ოფის აკადემი“, Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზირებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ პროგრამირებაში სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსს.

სასწავლო კურსის  მიზანი:

კურსის მიზანია  მოამზადოს მსმენელი MICROSOFT-ის სასერტიფიკატო გამოცდის (Exam 98-381: Introduction to Programming using Python) ჩასაბარებლად.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები: ელემენტარული ალგებრა.

სწავლის შედეგები:

კურსის სრულფასოვნად ათვისების შედეგად მსმენელი დაეუფლება Python დაპროგრამების ენის ფუნდამენტურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, ეცოდინება შემდეგი:

  • ოპერაციების განხორციელება მონაცემთა ტიპებისა და ოპერატორების გამოყენებით;
  • მართვის ბრძანებების შესრულება პირობითი და ციკლის (განმეორების) ოპერატორების გამოყენებით;
  • შეტანა-გამოტანის ოპერაციების განხორციელება;
  • დოკუმენტირება და კოდის სტრუქტურის მართვა;
  • დიაგნოსტიკა და განსაკუთრებული სიტუაციების დამუშავება;
  • ოპერაციების განხორციელება მოდულების გამოყენებით;
  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპების გამოყენება;

კურსის წარმატებით დასრულების შედეგად სტუდენტს შეეძლება სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარება, რაც განსაზღვრავს MICROSOFT-ის MTA Specialist-ის კვალიფიკაციის მინიჭებას.

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

კურსს წარუძღვება – გვანცა წულაია ინფორმაციული სისტემების მაგისტრი; MICROSOFT-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი; 

კურსის აღწერა

1. შესავალი

  • თვლის სისტემები და ორობითი არითმეტიკა.
  • ალგორითმი, ალგორითმიკა და ინფორმატიკა;
  • დაპროგრამების პარადიგმები და ენები;
  • Python დაპროგრამების ენის ისტორია;
  • დაპროგრამების ენის ანბანი, სინტაქსი, სემანტიკა; კომპილატორი; ინტერპრეტატორი; პროგრამის შესრულება;
  • იდენტიფიკატორი;
  • რეზერვირებული სიტყვები;
  • კომენტარები;
  • დაპროგრამების ინტეგრირებული გარემოს მიმოხილვა;

დათმობილი საათების რაოდენობა 2 სთ

2. ოპერაციების განხორციელება მონაცემთა ტიპებისა და ოპერატორების გამოყენებით:

  • სტანდარტული მონაცემთა ტიპები: Numbers, String, List, Tuple, Dictionary;
  • ბმული ტიპები და მინიჭების ოპერაცია;
  • მონაცემთა ტიპების გარდაქმნა;
  • მონაცემთა შეტანა-გამოტანის ოპერატორები;
  • ფორმატირების სპეციფიკატორები.
  • ოპერატორები, ოპერაციები და გამოსახულებები

დათმობილი საათების რაოდენობა 10 სთ

3. მართვის ბრძანებების შესრულება პირობითი და ციკლის (განმეორების) ოპერატორების გამოყენებით:

  • ალგორითმის წარმოდგენა ბლოკ-სქემის სახით;
  • if, if…else და ჩადგმული if ოპერატორები;
  • მრავალჯერადი ამორჩევის elif ოპერატორი;
  • ციკლის ოპერატორები: While, For;
  • ციკლის მართვის ოპერატორები: break, continue და pass;
  • ჩადგმული ციკლები;

დათმობილი საათების რაოდენობა 10 სთ

4. შეტანა-გამოტანის ოპერაციების განხორციელება:

  • ფაილებთან სამუშაო ძირითადი ოპერაციები, მეთოდები და რეჟიმები
  • კონსოლურ რეჟიმში შეტანა-გამოტანის ოპერაციები

დათმობილი საათების რაოდენობა 2 სთ

5. დოკუმენტირება და კოდის სტრუქტურა;

  • კომენტარები და დოკუმენტირება
  • pydoc
  • ფუნქციის აღწერა/გამოძახება

დათმობილი საათების რაოდენობა 8 სთ

6. დიაგნოსტიკა და განსაკუთრებული სიტუაციების დამუშავება:

  • შეცდომის კატეგორიების იდენტიფიცირება
  • სტანდარტული განსაკუთრებული სიტუაციების განხილვა
  • assert ოპერატორი
  • განსაკუთრებული სიტუაციის დამუშავება
  • except ბლოკი
  • try-finally ბლოკი
  • მომხმარებლის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული სიტუაციები

დათმობილი საათების რაოდენობა 4 სთ

7. ოპერაციების განხორციელება მოდულების გამოყენებით;

  • მოდულის და პაკეტის ცნება
  • import,  from…import და from…import* ოპერატორები
  • dir(), globals(), locals(), reload() ფუნქციები
  • თარიღისა და დროის სტანდარტულ მოდულებთან მუშაობა.
  • math; datetime; io; sys; os; os.path; random;

დათმობილი საათების რაოდენობა 4 სთ

8. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპების გამოყენება:

  • OOP-ის პრინციპების მიმოხილვა. ტერმინების გაცნობა.
  • კლასის/ობიექტის შექმნა
  • კლასის ატრიბუტებთან წვდომა
  • ინკაპსულაცია
  • მეთოდების გადატვირთვა
  • პოლიმორფიზმი
  • კლასების მემკვიდრეობითობა
  • ოპერატორების გადატვირთვა

დათმობილი საათების რაოდენობა 8 სთ


კურსის ხანგრძლივობა: 48 საათი

კურსის ღირებულება: 550 ლარი (ღირებულებაში შედის ტრენინგი და საერთშორისო საგამოცდო ვაუჩერი)

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 900422.