კომპანია „ოფის აკადემი“, Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზირებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ MS Excel VBA-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსს.
MS Excel VBA პრაქტიკული მაგალითებით
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:
კურსი საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ VBA-ის პროგრამირების ენა ნულიდან და განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს Excel-ს სამომხმარებლო დონეზე და არ გააჩნია პროგრამირების ცოდნა, ასევე მაკროსებთან გარკვეული გამოცდილების მქონე პირთათვის.
კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს:
- მაკრო რეკორდერთან მუშაობას;
- VB ედიტორის ინტერფეისთან მუშაობას;
- ყოველდღიური რუტინული საქმიანობის ავტომატიზაციას;
- საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული პროცედურების და ფუნქციების წერას;
- VBA პროცედურების ავტომატიზაციას (Loops) და Event-ებთან მუშაობას;
- ავტომატიზირებული რეპორტების შექმნას. (დიაგრამის, Pivot-ის ავტომატიზაცია)
- საკუთარი სამუშაო ფორმების შექმნას (Userforms)
- ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობას/მართვას
- სხვა საოფისე აპლიკაციებთან მუშაობას (Word, Access, PowerPoint, Outlook)
- მარტივი პროგრამების შექმნას ექსელში (სააღრიცხვო, ანალიტიკური)
კურსის თემატიკა:
მაკროსის ავტომატიზირებული ჩაწერა:
- მაკრო რეკორდერის გამოყენება მაკროსის ჩასაწერად;
- ფარდობითი და აბსოლუტური მიმართვების გამოყენება მაკროსის ჩაწერისას;
- ავტომატიზირებული მაკროსის რედაქტირება
Visual Basic (VBE) რედაქტორის მიმოხილვა და VBA პროგრამირების საფუძვლები:
- VBA პროექტის შექმნა, პროექტის ფანჯრის მიმოხილვა
- პროგრამული კოდის ჩაწერა და რედაქტირება, მახასიათებლების ფანჯრის მიმოხილვა;
- Sub პროცედურების შექმნა და ამოქმედება;
- Sub პროცედურის გამართვა (Debugging);
- მონაცემთა ტიპები, ცვლადები და კონსტანტები;
- პირობითი კონსტრუქციები: GoTo, If…Then…End If, კომპლექსური If კონსტრუქცია, Select Case, კომპლექსური Select Case კონსტრუქცია;
Excel-ის ობიექტები, მეთოდები და მახასიათებლები:
- ობიექტთა იერარქიის გაცნობა;
- კოლექციის ცნება და ობიექტზე მიმართვები;
- Workbook ობიექტის მახასიათებლები და მეთოდები;
- Worksheets კოლექციის მიმოხილვა და მისი როგორც ობიექტის მიმოხილვა;
- Range ობიექტი, მისი მახასიათებლები და მეთოდები
- With…End With კონსტრუქციის მიმოხილვა და R1C1 სტილის გამოყენება
ციკლები (Loops). მრავალჯერადი მოქმედებების პროგრამირება:
- For…Next;
- For Each…Next;
- Do…While;
- Do…Until;
- While…Wend;
- While…Loop;
- Until…Loop;
- Exit კონდიცია;
- კომპლექსური ციკლები
სამომხმარებლო ფუნქციების შექმნა:
- Sub პროცედურის შედარება Function პროცედურასთან;
- Function პროცედურების სახეები;
- Function პროცედურა არგუმენტებით და არგუმენტების გარეშე;
- სტანდარტული VBA ფუნქციები;
- არგუმენტთა გადაცემის სახეები (ByVal და ByRef)
დიალოგის სტანდარტული ფანჯრები და მათთან მუშაობა:
- Message Box ფუნქცია;
- Input Box ფუნქცია;
- GetOpenFilename და GetSaveAsFilename მეთოდები
- Filedialog-თან მუშაობა;
UserForm-თან მუშაობა:
- UserForm-ის დამატება, გაშვება და დახურვა,
- UserForm-ზე კონტროლის ღილაკების დამატება და მათი თვისებები;
- კონტროლის ღილაკთა Event-ები
- Wizard-ების შექმნა და UserForm-ის რთული პროგრამირების მაგალითები
Event-ებთან მუშაობა სხვადასხვა დონეზე:
- სამუშაო წიგნის დონის Event-ები (Workbook_Open, SheetChange, Activate, Deactivate, BeforSave და ა.შ.)
- სამუშაო გვერდის დონის Event-ები (Change, SelectionChange, Activate, Deactivate, Calculate და ა.შ.)
- აპლიკაციის დონის Event-ები
დიაგრამებთან მუშაობა:
- Chart ობიექტი, მისი მახასიათებლები და მეთოდები;
- Chart event-ები;
- Shapes ობიექტი, მისი მახასიათებლები და მეთოდები;
ფერებთან მუშაობა და პირობითი ფორმატირება:
- ფერების დახარისხება;
- ნაცრისფერი შკალის მიმოხილვა;
- დოკუმენტის ფერების მიმოხილვა;
- პირობითი ფორმატირების მახასიათებლები და მეთოდები;
Simple filter და Advanced Filter-თან მუშაობა;
Pivot Table ობიექტთან მუშაობა:
- Pivot Table-ის შექმნა;
- მონაცემთა გაფილტვრა და სორტირება;
- Slicer-ის გამოყენება;
- გამოთვლების წარმოება;
- რამდენიმე Pivot Table_ის შექმნა;
მოქმედებები ფაილებზე/საქაღალდეებზე:
- მონაცემთა იმპორტი ექსელში;
- მონაცემთა კონსოლიდაცია;
- ექსელის ფაილის გახსნა და დამუშავება;
- არსებული ფაილის დაშლა სამუშაო წიგნებად;
- საქაღალდის შექმნა და მასში ფაილთა თავმოყრა;
- საქაღალდეში მოთავსებული ექსელის და PDF ფაილებთან მუშაობა
შეცდომებთან მუშაობა და მათი კონტროლი:
- შეცდომათა სახეები;
- Err ობიექტი;
- On error goto …;
- On error resume next…
- კონკრეტულ შეცდომასთან მუშაობა;
VBA tricks & tips
კურსის ხანგრძლივობა: 12 დღე
სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (ჯამში 18 აკადემიური საათი)
კურსის ღირებულება: 650 ლარი (გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად )
მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 900422.