რატომ Photoshop-ი?! No ratings yet.

ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ვისწავლოთ Photoshop-ი.  არ აქვს მნიშვნელობა უბრალო ფლაერის თუ ბროშურის აწყობა გვსურს, როდესაც საქმე გამოსახულების დამუშავებას ეხება, ფოტოშოფის ცოდნა აუცილებელია. ჩვენ შემოგთავაზებთ ხუთ მიზეზს თუ რატომ უნდა ისწავლოთ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა:

  1. შეძლებთ შექმნათ ხელოვნების ნიმუში ნებისმიერ გარემოში თქვენი გემოვნების გათვალისწინებით..
  2. დაზოგავთ ფულს. აღარ დაგჭირდებათ ვინმეს დაქირავება პოსტერების, ფლაერების, სავიზიტო ბარათების თუ ვებ-დიზაინის ასაწყობად.
  3. თუკი ახლა იწყებთ სამუშაოს ძიებას, ფოტოშოფის ფლობა დაგეხმარებათ სამსახურის მოძებნაში. ბევრი პოზიცია ითხოვს ფოტოშოფის ცოდნას,  განსაკუთრებით დიზაინთან და მარკეტინგთან დაკავშირებულები. ფოტოშოფის ცოდნა გაზრდის თქვენ კონკურენტუნარიანობას და გამოგარჩევთ სხვებისაგან.
  4. თუ უკვე გაქვთ სამსახური, ფოტოშოფის ცოდნა გაზრდის თქვენს ღირებულებას. დაგეხმარებათ იმუშაოთ დამატებით  სხვადასხვა პროექტებზე, რაც თქვენს შემოსავალზეც აისახება.
  5. გარდა კარიერული განვითარებისა, ფოტოშოფი პირად სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. შეძლებთ თქვენი გემოვნების შესაბამისად ფოტოების დამუშავებას, გიფებისა თუ ანიმაციების შექმნას, მეგობრების დახმარებასა და  თქვენი კრეატიულობის მაქსიმალურად გამოვლენას. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში სახალისო მიმების გავრცელებასაც.

Please rate this

share