ექსელი კარიერული წინსვლისთვის No ratings yet.

ექსელის სერტიფიკატის აღება რეკომენდირებულია როგორც ბიზნეს-პროფესიონალებისთვის და ტრენერებისთვის, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვისაც. მათთვის, ვინც კიდევ ორჭოფობს გაიაროს თუ არა კურსები, გთავაზობთ რამოდენიმე მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ექსელის სერტიფიკატმა მოგცეთ საშუალება კარიერული წინსვლისთვის.

  • იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციების უმრავლესობა ითხოვს თანამშრომლებისგან ექსელის ცოდნას, რამდენადაც მნიშვნელოვანია ექსელის თეორიული შესწავლა, იმდენად აუცილებელია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარიც.  სერტიფიცირების პროგრამა დაგეხმარებათ დაადგინოთ თქვენი ამჟამინდელი პროგრამის ცოდნის დონე და ისიც, თუ რამდენად შეესაბამება ორგანიზაციის მოთხოვნებს. უცნობი ასპექტების აღმოჩენა კი საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ უნარები.

 

  • ხშირად დამქირავებლებითვის რთული დასაჯერებელია ყოველგვარი საბუთის გარეშე, რომ თქვენ სრულფასოვნად ფლობთ ექსელსა თუ სხვა პროგრამებს. სერტიფიკატი თვალსაჩინო დასტურია თქვენი ცოდნისა და გამოცდილების. მისი ფლობა ზრდის თქვენ კონკურენტუნარიანობას და უმარტივებს ორგანიზაციას გადაწყვეტილების მიღებას თქვენს სასარგებლოდ.

 

  • სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სერტიფიცირებულ პროფესიონალებს უკეთესი პოზიცია უკავიათ მაღალი ხელფასით არასერტიფიცირებულთან შედარებით. მათ ასევე თავისუფლად შეუძლიათ მოირგონ ანალიტიკოსისა თუ ლიდერის როლიც უნარების გათვალისწინებით.

ექსელის სერტიფიკატის აღებით მნიშვნელოვნად ზრდით შესაძლებლობების არეალს. დასაქმების ალბათობა მეტია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. დარეგისტრირდით სერტიფიცირების პროგრამაზე და გახდით პროფესიონალები. 

Please rate this

share