10 მიზეზი სერტიფიცირებისთვის No ratings yet.

რატომ ღირს ენერგიისა და დროის ხარჯვად სერტიფიკატის აღება? გაეცანით 10 მიზეზსს და თავად მიიღეთ გადაწყვეტილება!

  1. ზრდის თქვენ კონკურენტუნარიანობას. კომპანიაში გასაუბრების დროს კონკურენცია ყოველთვის მაღალია. სერტიფიკატი სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ დაგაყენებთ.
  2. გმატებთ თავდაჯერებულობას. როდესაც დაისახავთ მიზნად რაიმეს,  შეადგენთ გეგმას, თავდაუზოგავად იმუშავებთ  და საბოლოოდ მიაღწევთ დასახულ მიზანს, გაიზრდება თქვენი თვითშეფასება, რაც  ცხოვრების სხვა ასპექტებზეც აისახება.
  3. გეხმარებათ ახალი უნარების შეძენაში.  თუ შეძლებთ სირთულეების დაძლევას, მიიღებთ ცოდნას, რომლის პრაქტიკაში გამოყენებასაც შეძლებთ.
  4. გახდებით ახალი ჯგუფების წევრი, გაიცნობთ სხვა სერტიფიცირებულ პირებს და  შეიძენთ ახალ კონტაქტებს, რასაც ჩვენს დროში, ხშირად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის.
  5. მიიღებთ გამოცდილებას. როგორც ამბობენ: „გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია“, ახალი გამოცდილებები დაგეხმარებათ დატოვოთ კომფორტის ზონა და იფიქროთ ჩარჩოებს მიღმა.
  6. დატოვებთ მუდმივად პროგრესისკენ მიმართული ადამიანის შთაბეჭდილებას, რასაც დამქირავებლები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას. მუდმივად ახალი ცოდნის შეძენისკენ სწრაფვა აუცილებლად დაგიფასდებათ.
  7. დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ სხვების უნარები. სერტიფიკატის ფლობა სხვებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში გაყენებთ და გაძლევთ საშუალებას მარტივად განსაზღვროთ მათი ცოდნის დონე.
  8. დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ მეტი ფული. სერტიფიცირებული კადრების შემოსავალი საშუალოდ აშშ-ში 20% ით მეტია, არასერტიფიცირებულთან შედარებით.
  9. იქნებით უკეთესი მენტორი. პროგრამის საფუძვლიანი ცოდნა მოგცემთ საშუალებას სხვებსაც ასწავლოთ და გაუზიაროთ გამოცდილება.
  10. მოგცემთ, სურვილისამებრ, კარიერის შეცვლის შესაძლებლობას. სერტიფიკატი დაგეხმარებათ მარტივად მოერგოთ ახალ სფეროს

Please rate this

share