სერტიფიცირებიდან Microsoft-ის სტაჟიორობამდე! No ratings yet.

პაკისტანი დაახლოებით 193 მილიონი ადამიანის სამშობლოა, რაც გამორჩეულობას შესაძლებლობას ართულებს. თუმცა, სადაც არსებობს სურვილი, იქ ყოველთვის მოიძებნება გამოსავალიც.
უოქეს ალი, ყოფილი MOS მსოფლიო ჩემპიონი და MOS Word-ისა და MOS PowerPoint-ის სერტიფიცირებული მომხმარებელია, რომელმაც იცოდა, რომ  Microsoft Office Specialist-ის სერტიფიკატი გამოარჩევდა მას მასებიდან. ამ გამოცდილების წყალობით მან მთელი მსოფლიო მოიარა. იხილე ქვემოთ მისი იტერვიუ Certiport-თან:

სერთი: უოქეს, ძალიან გვიხარია, რომ უფრო მეტს გავიგებთ შენს გამოცდილებასა და ისტორიაზე. ძალიან ბევრი რამ გააკეთე მას შემდეგ, რაც ჩემპიონატში მიიღე მონაწილეობა.

უოქესი: მადლობა, რომ დაინტერესებულები ხართ ჩემით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ამბავზე მეტი შემიძლია მოვყვე.

სერთი: გვიამბე, სად სწავლობ და რა მიმართულებით?

უოქესი: ამჟამად ვსწავლობ ჰონგ კონგის უნივერსიტეტში, ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მექნება. ჩემი მთავარი სპეციალობა კომპიუტერული მეცნიერებებია და სწავლის დამთავრებას ვგეგმავ 2020 წელს.

სერთი: საინტერესოა, რომ სწავლა გადაწყვიტე მშობლიური პაკისტანის საზღვრებს გარეთ. რატომ გადაწყვიტე სასწავლად ჰონგ კონგში წასვლა?

უოქესი: მინდოდა კომპიუტერული მეცნიერებების განხრით ტოპ-რეიტინგულ უნივერსიტეტში მესწავლა. ჰონკ კონგის უნივერსიტეტს არა მხოლოდ მაღალი რეიტინგი აქვს, არამედ სრული დაფინანსებაც შემომთავაზა. გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ მარტივი იყო ჩემთვის.

სერთი: როგორი გასაოცარი შემთხვევაა! მაშინ პირველად დატოვე მშობლიური ქვეყანა?

უოქესი: სინამდვილეში, არა. 2014 წელს ვმონაწილეობდი პაკისტანის MOS ჩემპიონატში და მე ამირჩიეს, რათა MOS მსოფლიო ჩემპიონატზე წავსულვიყავი. თუმცა, ვიზაზე უარი მითხრეს, რადგან არ მქონდა მოგზაურობის ისტორია. ამის მერე მე გავემგზავრე სინგაპურსა და მალაიზიაში. ორი ქვეყანა, სადაც სხვა შემთხვევაში ვერ მოვხვდებოდი. ამ ქვეყნებში მიღებულმა გამოცდილებამ თვალები ამიხილა და უზომოდ ბევრი რამ მასწავლა. შემხვდნენ გასაოცარი ადამიანები და შესანიშნავად გავატარე დრო.

სერთი: შენ ვერ მოხვდი MOS მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს, თუმცა 2015 და 2016 წლებში გაემგზავრე. გვიამბე შენს გამოცდილებაზე, რომელიც MOS ჩემპიონატში მონაწილეობისას მიიღე.

უოქესი: როდესაც საბოლოოდ შევძელი ჩემპიონატში მონაწილეობა 2015 და 2016 წლებში,  თავს უზომოდ იღბლიანად ვგრძნობდი! დალასი და ორლანდო ვნახე, შევხვდი რამდენიმე ნამდვილად ნიჭიერ და შესანიშნავ ადამიანს და მესამე ადგილზეც კი გავედი ორივეჯერ.  პლუს, ნამდვილი ამერიკული როდეო ვნახე,რომელიც მანამდე არასდროს მენახა. მეორე ჯერზე კი, დისნეი ვორლდშიც ვიყავი. მინდა გითხრათ, ძალიან სახალისო იყო.
გართობის მერე მივიღე პრიზები და სამშობლოში დაბრუნებისას მედიის ფართო აღიარება. ამ გამოცდილებამ არა მხოლოდ ჩემი პიროვნულობის ჩამოყალიბებაზე მოახდინა დიდი გავლენა, არამედ ჩემი რეზიუმეს ბრწყინვალე ნაწილადაც იქცა. რის საფუძველზეც მრავალი შესაძლებლობა მომეცა..

სერთი: რა შესაძლებლობებზეა საუბარი?
უოქესი:  პირველი, რაც აზრად მომდის ჰონკ კონგის Microsoft-ში სტაჟირებაა. რეტროსპექტრულ ასპექტში, ჩემი სტაჟირება დაიწყო MOS ჩემპიონატში მონაწილეობით და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩართული ვიყავი ამ აქტივობაში.  ჩემპიონატში მონაწილეობის წყალობით ამიყვანეს Microsoft-ის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში. ჩემპიონატი ის ადგილია, სადაც Microsoft-ის პროგრამების მრავალი უნარი შევიძინე და, სადაც გავიგე სტაჟირების შესახებ.
Microsoft არ ატარებს კვლევასა და არ ფართოვდება ჰონგ კონგში, მაგრამ საჭიროებს ტექნიკურ ექსპერტიზას ისეთი ტექნოლოგიების დანერგვისათვის, როგორებიცაა: Azure, Office 365 და სხვა. ჩემს პოზიციას ერქვა- ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სპეციალისტი – ახალგაზრდა სტაჟიორი  მცირე და საშუალო ბაზრების გადაწყვეტილებებისა და პარტნიორების დეპარტამენტში. ჩემი ექსპერტიზის საშუალებით დავანახე ადგილობრივ ბიზნესებს, თუ რა უპირატესობები ექნებოდათ Microsoft Cloud (Azure)-ის ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლით . ეს შთამბეჭდავი სტაჟირება და შესაძლებლობა იყო, რადგან Azure-ს ახლა ათასობით განაცხადი აქვს და სწრაფად იზრდება.
ჩვეულებრივ, როდესაც თვითგანვითარებით ვარ დაკავებული, მე ვცდილობ ჯერ ყველაფერი შევისწავლო და მხოლოდ შემდეგ შევუდგე მუშაობას რაიმე პროექტზე. მაგრამ Microsoft-ში მე დავიწყე პროექტებზე მუშაობით და გზა და გზა ვსწავლობდი. იმის მიუხედავათ, რომ რთული იყო- ამან განმივითარა სწრაფად სწავლისა და საქმის გაკეთების უნარი. აგრეთვე ვმუშაობდი ულტრათანამედროვე პროექტებზეც, როგორებიც არის სახის ამომცნობი სისტემები და ჩეთბოტები, რაც საკმაოდ კარგი იყო.
სერთი: გასაოცარი გამოცდილება გქონია! ძალიან მაგარია, რომ  Microsoft-ის სერტიფიკატის წყალობით Microsoft-ის სტაჟიორობა მოიპოვე !
უოქესი: დიახ! სერტიფიცირება იყო საწყისი წერტილი იმისა, რამაც  სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, და იმედი მაქვს, რომ სხვა სტუდენტებიც გამოიყენებენ სერტიფიცირებას ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

Please rate this

share