ბეისბოლის ვარსკვლავობიდან ექსელის ჩემპიონამდე! No ratings yet.

ჯონ „ჯეკ“ დუმულინი ტიპური ამერიკელი ბიჭია: ქერათმიანი, ბოისკაუტი და ბეისბოლის მოყვარული. მას შემდეგ, რაც 2017 წლის MOS-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ჯეკი სხვადასხვა საინფორმაციო არხის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მისი ინტერვიუს youtube-ზე 14 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ის გახდა MOS მსოფლიო ჩემპიონი  – ოქროს ბიჭუნა, მაგრამ მისი ისტორია უფრო საინტერესო და შინაარსიანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. გაიგეთ მეტი MOS ჩემპიონზე ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში, რომელიც Certiport-მა მოამზადა:

სერთი: დიდი მადლობა ინტერვიუს ჩაწერაზე რომ დაგვთანხმდი, ჯეკ!

ჯეკი: არაფრის! მოხარული ვარ, სხვებს გავუზიაროჩემი გამოცდილება.
სერთი: მოდი შევამზადოთ ნიადაგი შენი ისტორიისთვის როგორ დაიწყე ექსელის პროგრამის გამოყენება? სკოლაში მოცემული დავალება ხო არ ყოფილა?

ჯეკი : ბეისბოლის სტატისტიკისთვის თვალ-ყურის დევნება საშუალო სკოლაში იყო ჩემი პირველი ურთიერთობა ექსელთან. მე მსურდა, საკუთარი მეთოდების გამოყენება მონიტორინგისას, რათა არ დავყრდნობოდი წინასწარ მომზადებულ განაცხადს.. ამის მერე მე გადავწყვიტე ექსელის გამოყენება ჩემი ფინანსური მონაცემებისა და  ან ნებისმიერი სხვა მონაცემისათვის, რაც საშუალო სკოლაში მქონდა, რათა გამომემუშავებინა ჩემი სერტიფიკატი.

სერთი: საშუალო სკოლა ახსენეთ, ის სკოლაა სადაც სწავლობთ და ამჟამად მუშაობთ კიდეც?

ჯეკი: დიახ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვარ  ვუდბრიჯის ფორესტ პარკის საშუალო სკოლაში, ვირჯინიის შტატში.  ამჟამად ვმუშაობ გუნდის ლიდერად „ჩიკ-ფილ-აში“, მაგრამ საკუთარი ბიზნესის დაწყების პროცესში ვარ.

სერთი: ფანტასტიკურია! რა სახის ბიზნესის დაწყებას აპირებ?

ჯეკი: მინდა ბიზნესის დაწყება, ელექტრონული ცხრილების შექმნა, PowerPoint-ის პრეზენტაციების გაზრდა და კომპანიებისთვის მონაცემების ბაზების შექმნა.  მონაცემების ანალიზი ადგილობრივი კომპანიებისთვის იქნებოდა ერთ-ერთი მომსახურება, აგრეთვე სწავლების სერვისსმივაწვდი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ სერტიფიცირება ან ვისაც უბრალოდ სურს Microsoft Office-ის პროგრამების გამოყენების შესწავლა.  უკვე დავიწყე სტუდენტებისთვის სწავლება ჩემს სკოლაში, რაც მოხალისეობრივი სამსახურია, სანამ არ წამოვიწყებ საკუთარ საქმეს და არ შევქმნი კომპანიას.

სერთი : შესანიშნავია! რამ გადაგაწყვეტინა საკუთარი საქმის დაწყება?

ჯეკი: მინდა კოლეჯში ჩავაბარო ბიზნესის მიმართულებით, ხოლო მაინორად IT ავიღო, ასე კი -პატარა ბიზნესის დაწყებით შევიძენ გამოცდილებას. ამასთანავე, კონკრეტული უნარები შევიძინე სერტიფიცირების გავლის შემდეგ და არ მინდა ეს უნარები ტყუილ-უბრალოდ დამეკარგოს. მინდა საკუთარი ცოდნა გამოვიყენო აწმყოში და არა ველოდო მის გამოყენებას მომავალში. საბოლოო ჯამში, მინდა შთავაგონო სხვა სტუდენტებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, შეგიძლია დაიწყო რაღაც და მიაღწიო დიდ წარმატებას.

სერთი: იმის გარდა, რომ გადაწყვიტე საკუთარი ბიზნესის წამოწყება, კიდევ რა უპირატესობები მოგანიჭა სერტიფიცირებამ?

ჯეკი: სერტიფიცირება და მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მნიშვნელოვანწილად დამეხმარა კოლეჯში ჩაბარებისას. ადამიანები მიკავშირდებოდნენ ლოკალურადაც და სოციალურ ქსელებშიც, რათა ფრილანსერად ავეყვანე.

სერთი: MOS World Championship მონაწილეობამ იქონია თუ არა ზეგავლენა შენი ცხოვრების სხვა ასპექტებზეც?

ჯეკი: MOS World Championship-ის მოგების შემდეგ, მე შესაძლებლობა მომეცა აშშ-ს კონგრესის წინაშე მესაუბრა! წარმომადგინეს პრინც უილიამის წინაშე,როგორც სტუდენტური პლატფორმის ნაწილი, რათა ჩემი აზრი გამომეხატა ჩვენს განათლებაში ტექნოლოგიების მნიშვნელობის შესახებ. მე გავუზიარე კონგრესს ჩემპიონატში ჩემი გამარჯვების ისტორია და როგორ გაზრდის  განათლების სისტემაში ტექნოლოგიების დაფინანსება წარმატებული სტუდენტების რაოდენობას აშშ-ში. შესანიშნავი იყო საკუთარი თვალსაზრისის გაზიარება, თუ როგორ გამოვიყენებ ტექნოლოგიებს ჩემს სკოლაში, როგორი ღირებული იყო ჩემთვის სერტიფიცირების გავლა. აგრეთვე ვირჯინიის შტატის განათლების სამინისტრომ დამაჯილდოვა და ახლა ბეტა-სტუდენტი ვარ, ვტესტავ ოფისის საწყისი დონის კურსებს ვორდში, ექსელში და აუთლუქში.  ამაღელვებელია, ეხმარებოდე სტუდენტების მომდევნო თაობას, MS Office-ის მომხმარებლებს, რომლებსაც გააჩნიათ წვდომა ტექნოლოგიებზე, აქვთ იგივენაირი შესაძლებლობები,რაც ერთ დროს მე გამაჩნდა.

საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ სერტიფიცირებამ და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულმა  ინტერესი გამიჩინა, რათა სხვა სტუდენტები მთელ სამყაროში შთამეგონებინა. იმედი მაქვს,როდესაც სტუდენტები გაიგებენ ჩემს ისტორიას, მათ მოუნდებათ სრულყოფილებისთვის  ბრძოლა, სრული პოტენციალის გამომჟღავნებით მუშაობა, განათლების მიღებისას ტექნოლოგიების გამოყენება და სერტიფიცირება!

სერთი: ნათელია, რომ შეჯიბრი დიდი გამოცდილება იყო შენთვის. რა  არის შენი საყვარელი მოგონება ჩემპიონატიდან?

ჯეკი: სახალისო მოგონება ჩემპიონატიდან ჩემთვის არის, როდესაც ვიეტნამურმა გუნდმა დაგვამარცხა პინგ-პონგში. ის ბიჭები ნამდვილად მაგრები იყვნენ! პლუს, მე ჩემი საყვარელი გუნდი – დოჯერსი ვნახე, როდესაც ლოს ანჯელესში ჰქონდათ თამაში. რა თქმა უნდა,  მსოფლიო ჩემპიონად ყოფნის ყველა პრივილეგია გასაოცარი იყო.

სერთი: მოგვწონდა იმის ყურება თუ როგორ ეცნობოდით შენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუდენტები ერთმანეთს. ბოლო კითხვა. რა რჩვევას მისცემდი სტუნდეტებს, რომლებიც იწყებენ ტექნოლოგიების გაცნობას ან უბრალოდ ჩართულები არიან MOS Championship პროგრამაში ?

ჯეკი: ვეტყოდი, რომ თუ ამ პროგრამების შესწავლა რთული გახდება ან იგრძნობენ რომ არ შეეფერებიან ტექნოლოგიებს, დაიწყონ მხოლოდ ერთი უნარის განვითარება. ფოკუსირდნენ მხოლოდ ერთ საგანზე და იმაზე, თუ როგორ შეასრულონ ის, მხოლოდ შემდეგ უნდაისწავლონ სხვა რამე. ერთი რაღაცის სწავლამ შესაძლოა გააღოს ძალიან ბევრი კარი. განსაკუთრებით ეს ეხება ტექნოლოგიებით, ექსელის პროგრამით დაშინებულებს.
მეორე რჩევა მექნებოდა, რომ გამოიყენონ საკუთარ ინტერესებში მოცემული შესაძლებლობები.  არსებობს უზომოდ ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ტექნოლოგიების გამოყენების პრივილეგია ან სერტიფიცირების შესაძლებლობა. დააფასონ საკუთარი შესაძლებლობა ისწავლონ და გახდნენ სერტიფიცირებულები და იბრძოლონ საკუთარი სრულყოფილი პოტენციალისთვის. სამყაროში არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც ბედნიერი იქნებოდა მათ ადგილას ყოფნით. იფიქრონ მათზე, როდესაც მოუნდებათ, რომ თავი დაანებონ სწავლას. არასდროს იცი,   ერთ დღესაც შესაძლოა დაეხმაროთმოტივაციაში, რომშეცვალონ სამყარო.

Please rate this

share